ერდოღანის მოწინააღმდეგე NBA-ს თურქი ვარსკვლავი რუმინეთში დააკავეს

NBA-ში მოთამაშე ,,ოკლახომა სითის,, თურქი ცენტრფორვარდი ენეს კანტერი რუმინეთის დედაქალაქის აეროპორტში დააკავეს.ამის შესახებ თავად ენეს კანტერმა დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე twitter-ის საკუთარი გვერდით გაავრცელა ინფორმაცია.
კანტერის მიერ twitter-ზე გამოქვეყნებული ტექსტური შეტყობინებინებითა და ვიდეოს მიხედვით, თურქეთის მოქალაქე NBA-ს ვარსვკლავის დაკავება, მისი პასპორტის ანულირებამ გამოიწვია, რასაც თავად კალათბურთელი ერდოღანის ხელისუფლების მიერ ნამოქმედარ ,,მდაბიო და უღირს საქციელს,, უწოდებს.
,,არაფერი დამიშავებია. მეუბნებიან პასპორტია ანულირებული და ამიტომ ქვეყანაში ვერ შემიშვებენ და პოლიციამ უნდა დამაკავოს… ეს ერდოღანის ნამოქმედარია. დიქტატორის, მდაბიო და უღირსი ადამიანის,, აცხადებს კანტერი, რომელიც გამოქვეყნებულ ვიდეოში ერდოღანს ,,21 საუკუნის ჰიტლერს,, უწოდებს. კანტერი ასევე აქვეყნებს ფოტოებს, რუმინელ პოლიციელებთან, რომლებიც მისი კომენტარით თანაუგრძნობენ კალათბურთელს და NBA-ს კალათბურთელთან სამახსოვრო ფოტოს გადაღებაც ისურვეს.
ენეს კანტერს, რომლის მდგომარეობა რუმინეთში ჯერჯერობით გაურკვეველია, თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის ამბოხის მოწყობაში ბრალდებული სულიერი ლიდერის ფეტულაჰ გიულენის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
აღსანიშნავია, რომ ენეს კანტერი ერთადერთი წარმატებული სპორტსმენი არაა, ვინც ერდოღანის ხელისუფლებას გმობს. გასულ წელს მომხდარი ამბოხის შემდგომ ქვეყანა დატოვა და აშშ-ში გადაბარგდა თურქეთის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი ჰაკან შუქური

banner
წინა სტატიაში0:2-დან 4:2-მდე… კანადამ რუსეთს ყინულზე სერენადა უმღერა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაკითხვის ნიშნის ქვეშ დგას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის შენარჩუნება