ერდოღანის მხარდამჭერი ე.წ. ოპოზიციური პარტია სტამბულში ოფისებს ხურავს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანისა და მისი ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი და ამასთანავე ოპოზიციად წოდებული ,,ნაციონალური მოძრაობის პარტია,, (MHP), ქვეყნის უდიდეს ქალაქ სტამბულში მდებარე ყველა პარტიულ ოფისს რამდენიმე დღით ხურავს.


ასეთი დირექტივა, 7 ივლისს პარტიის თავმჯდომარემ დევლეთ ბაჰჩელიმ, საკუთარი პარტიის სტამბულის ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით გასცა. საქმე იმაში გახლავთ, რომ თურქეთის მთავარი ოპოზიციური ,,სახალხო რესპუბლიკური პარტია,, (CHP) 23-ე დღეა ანკარიდან მასშტაბური საპროტესტო მსვლელობით მოემართება სტამბულისკენ. პროტესტის მონაწილეები ერდოღანის ხელისუფლებისაგან სამართლიანობას მოითხოვენ და მას, იმ არადემოკრატიული მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, რომელმაც მათი აზრით, გასული წლის ამბოხების შემდგომ ,,ქვეყანა უსამართლობის ჭაობში და ქაოსში შეიყვანა,, ამასთან დაკავშირებით კი, ერდოღანისადმი ლოიალურ ,,ნაციონალური მოძრაობის პარტიას,, სხვა მოსაზრებები აქვს, რომელიც ერდოღანის ქმედებებს ამართლებს. სწორედ ამის გამო, დევლეთ ბაჰჩელი, რომელიც სტამბულში დღე-დღეზე ერდოღანთან დაპირისპირებული ოპოზიციური პარტიის ათიათასობით მომიტინგეს ელოდება, კონფრონტაციის საფრთხეს ხედავს და ამის თავიდან აცილების მიზნით საკუთარი პარტიის ოფისებს ხურავს.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანი ყარაბახში სრულ საბრძოლო მზადჰყოფნას აცხადებს(ვიდეო)
შემდეგი სტატიაზუგდიდი-თბილისის ღამის მატარებელი #601 დედაქალაქში თითქმის 3 საათ-ნახევრიანი დაგვიანებით ჩამოვა