ერდოღანის კარიკატურის გამო მხატვარი დააპატიმრეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 5, 2018 21:49

ერდოღანის კარიკატურის გამო მხატვარი დააპატიმრეს

თურქეთში ცნობილი კარიკატურისტი ნური კუტჩებე ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეურაცხყოფის გამო დააპატიმრეს – Hurriyet-ი მხატვრის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. აჰმედ ერდემ აკიუზს თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სასამარლომ კუტჯებეს აპელაცია 2017 წლის ვერდიქტზე არ დააკმაყოფილა. მაშინ მხატვარს 14 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 2015 წელს გამოქვეყნებული კარიკატურის გამო.
ადვოკატის მონაცემებით კარიკატურისტი 3 ივნისს საღამოს დააკავეს და ციხეში გააგზავნეს.

მარტში თურქი მომღერალი ზიხალ ოლჯაი ერდოღანის სიმღერაში ხსენების გამო დააპატიმრეს.
თურქეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფა ისჯება ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 5, 2018 21:49

Google სტატისტიკა


1,942
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics