თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, აგვისტოში პუტინი თურქეთს ეწვევა.
ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
ერდოღანმა ასევე ზელენსკისთან გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა, კერძოდ, უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის თემაზე.
„ეს საკითხი პუტინთან განვიხილე, და პუტინის ასევე ეწვევა თურქეთს მომავალ თვეს. კვლავ გვექნება შესაძლებლობა ეს საკითხი პირისპირ განვიხილოთ”, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინთან შავი ზღვის მარცვლეულის თემის განხილვასაც ელის და იმედი აქვს, რომ მოხდება მისი მინიმუმ ორი თვით გახანგრძლივება.
„იმედი მაქვს, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენს დღის წესრიგში – როგორც სატელეფონო დიპლომატიაში, ასევე პირადი შეხვედრის დროს, რომელიც მომავალ თვეში შედგება,” – განაცხადა ერდოღანმა.