ერდოღანის განცხადებით, სტამბოლის ცენტრში თავი სირიელმა ტერორისტმა აიფეთქა

ერდოღანი რუსეთს ურჩევს თურქეთი არ გადაიმტეროს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში, სულთანახმეტის ისტორიულ რაიონში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

თურქეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში თავი სირიელმა თვითმკვლელმა-ტერორისტმა აიფეთქა.

“კატეგორიულად ვგმობ სულთანახმეტის მოედანზე მომხდარ ტერაქტს, რომელიც სირიული წარმოშობის თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ჯერ-ჯერობით ჩვენ 10 დაღუპული და 15 დაშავებული გვყვავს. გარდაცვლილთან შორის არიან თურქები და უცხოელებიც”, – განაცხადა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ცენტრში ძლიერი აფეთქება ადგილობრივი დროით 10:20 საათზე მოხდა. თვითმკვლელმა-ტერორისტმა თავი სულთანახმეტის ისტორიულ რაიონში აიფეთქა, სადაც ტურისტებიც იმყოფებოდნენ. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა, 15 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით დაღუპულთაგან 9 ადამიანი გერმანიის მოქალაქეა.

banner
წინა სტატიაშითურქთის პრემიერის ინფორმაციით თვითმკვლელი-ტერორისტი “ისლამური სახელმწიფოს” წევრი იყო
შემდეგი სტატიავან დეიკის ნახატთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო