ერდოღანი ზელენსკის-მშვიდობის კარი უნდა გაიღოს, ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ თურქეთი მზად არის უმასპინძლოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის.

როგორც თურქული მედია წერს, სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა და ზელენსკიმ განიხილეს რეგიონალური და გლობალური საკითხები, განსაკუთრებით უკრაინის ომი.

„თურქეთი ახორციელებს „ინტენსიურ ძალისხმევას“, რათა შეაჩეროს სისხლის ღვრა როგორც უკრაინაში, ასევე. პალესტინის ტერიტორიებზე და უზრუნველყოს მუდმივი მშვიდობა. უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს და მშვიდობის კარი უნდა გაიღოს“, – განაცხადა ერდოღანმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის რესტრუქტურიზაცია და ფუნქციონირება და ამ მიზნით ის განაგრძობს დიპლომატიურ კონტაქტებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ყირიმზე თავდასხმის დროს რუსეთის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი დაიღუპა
შემდეგი სტატიათეთრი სახლი აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინაში გამოყენებული მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები რუსეთს ჩრდილო კორეიდან მიაწოდეს