- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
- გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
ერდოღანი ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება
მნიშვნელოვანი
- ერდოღანი ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება
სხვა სტატიები
,,ჩვენ კვლავ ვგეგმავთ შიდა პარტიული კვლევის ჩატარებას და პარასკევს, 27 აპრილს, ჩვენი პარტიის საოლქო თავჯდომარეებთან გაფართოებულ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილავთ საგზაო რუკას, რომლის შემდეგაც ხელებს დავიკაპიწებთ და სტარტს მივცემთ საარჩევნო კამპანიას”-განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სტამბულში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრეზიდენტმა რდოღანმა, რომელიც ამავე დროს მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) თავჯდომარეცაა, განაცხადა, რომ მისი პარტიის წევრები ამჟამად საარჩევნო მანიფესტზე მუშაობენ და ყველაფერს გააკეთებენ, რათა მისი მომზადება დაასრულონ სტამბულის კონგრესისათვის.
,,24 ივნისისათვის დანიშნული ვადამდელი არჩევნების კამპანიას უახლოეს დღეებში დავიწყებთ”-აცხადებს ერდოღანი, რომელიც იქვე აღნიშნავს, რომ გუშინ მან სპეციალური შეკრება ჩაატარა თავის თანაპარტიელ პარლამენტარებთან და საარჩევნო გრაფიკის მომზადებაზეც ისაუბრეს.