ერდოღანი უზბეკეთს 3 დღიანი ვიზიტით ეწვია

თურქული მედიის ცნობით, პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი, ტაშკენტში 3 დღიანი ვიზიტით ჩავიდა.
უზბეკეთის პრეზიდენტი, შევქეთ მირზიოევი, პრეზიდენტის სასახლეში ერდოღანს ოფიციალური ცერემონიით დახვდა.
როგორც თურქული მედია აცხადებს, უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ერდოღანს დატვირთული პროგრამა აქვს. ერდოღანი და მირზიოევი პირისპირი და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ ორ ქვეყანას შორის შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან და ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
თურქეთის პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლას გეგმავს უზბეკეთის პარლამენტში და გვირგვინით შეამკობს იასლი ანას და ისლამ კერიმოვის მემორიალებს.
ერდოღანი და მირზიოევი მონაწილეობას მიიღებენ თურქეთ-უზბეკეთის საქმიან ფორუმში. რეჯებ თაიპ ერდოღანი ტაშკენტში ვიზიტის დასრულების შემდეგ სამშაბათს, უზბეკეთის ისტორიულ ქალაქ ბუხარაში გაემგზავრება.
უზბეკეთიდან ერდოღანი, აზიური ტურნეს ფარგლებში სამხრეთ კორეას ეწვევა.

banner
წინა სტატიაში1 მაისს, ისლამური სამყარო წმინდა ღამეს აღნიშნავს
შემდეგი სტატიააფხაზ სეპარატისტებს ახალი ,,ვიცეპრემიერი,, ჰყავთ