ერდოღანი – უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად არავინ არ მოიგო, გარდა დასავლელი ომის ბარონებისა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად არავინ არ მოიგო, გარდა დასავლელი ომის ბარონებისა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, სამხედრო ბარონები ყველაფერს აკეთებენ კონფლიქტის ცეცხლის გასაღვივებლად.

„არავინ არ მოიგო ამ სისხლისღვრის შედეგად, გარდა დასავლელმა სამხედრო ბარონებმა. ისინი ცეცხლზე ნავთს ასხამენ და აკეთებენ ყველაფერს შესაძლებელს ცეცხლის გასაღვივებლად. ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებაზე. ჩვენ ამას ვაკეთებდით პირველივე დღიდან. ჩვენ წინ აღვუდექით ამ ცეცხლის გავრცელებას შავ ზღვაზე, მივყვებოდით რა დაბალანსებულ პოლიტიკას და ვმოქმედებდით რა სამართლიანად ჩვენს ორ მეზობელს შორის“, – განაცხადა ერდოღანმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – ჩვენ, ასობით ათასი ადამიანი უნდა მოვემზადოთ დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში ქუჩაში დგომისთვის
შემდეგი სტატიამასკი – Google-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საძიებო სისტემაში ძებნაზე აკრძალვა აქვს, არჩევნებში ჩარევაა?