ერდოღანი: თურქეთის ყველა ნაბიჯი სირიაში, რუსეთთან შეთანხმებულია!

-სირიაში ასადის რეჟიმის სამხედრო ნაწილები, ქურთების ფორპოსტად წოდებულ ქალაქ მანბიჯში შევიდნენ. ქალაქის მოსახლეობა და ქურთი ჯარისკაცები ასადის სამხედროებს კეთილგანწყობით დახვდნენ!

-ფრანგული დიპლომატიურ წყარო მედიასთან აცხადებს, რომ აშშ გადაწყვეტილების გამო, გაიყვანოს სირიიდან სამხედრო ნაწილები, იქ მყოფი კოალიციური ძალები ,,კუთხეში არიან მიმწყვდეულნი,,
იმავე წყაროს ინფორმაციით, მცირერიცხოვნობის გამო, კოალიციური ჯარის ნაწილებიც, იძულებულნი გახდებიან, მოკლე ხანში დატოვონ სირია და ერაყში გადაბარგდნენ!

-ევროკავშირის და ნატოს წევრმა თითქმის ყველა ქვეყანამ თურქეთს იარაღის მიყიდვა შეუწყვიტა!

-აშშ-ს ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროები აცხადებენ, რომ ტრამპი, სირიაში მიმდინარე ოპერაციის გამო, უმოკლეს ხანში თურქეთისადმი სანქციების დაწესებას მოითხოვს!

-პუტინის მრჩეველის განცხადებით, თურქეთის მიერ ჩატარებული ოპერაცია, ხელჰყოფს სირიის სუვერენიტეტს და ამიტომ რუსეთს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს!

-პრეზიდენტი ერდოღანი კი, აცხადებს, რომ თურქეთის ყველა ნაბიჯი სირიაში, რუსეთთან შეთანხმებულია!

– თურქეთში ოპოზიციური პარტიებიც კი მხარს უჭერენ ერდოღანის ხელისუფლების მიერ სირიაში წამოწყებულ სამხედრო ოპერაციას სახელწოდებით ,,მშვიდობის წყარო,, თუმცა, ეს ოპერაცია, მოულოდნელად ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დეფაქტო პრეზიდენტმა მუსტაფა აქინჯიმ გააკრიტიკა… ,,ოპერაციისთვის ,,მშვიდობის წყაროს,, დარქმევით, წყალი კი არ დაიღვრება – სისხლი დაიღვრება,, ამ სიტყვებით განოხატა საკუთარი უკმაყოფილება აქინჯიმ, რაზეც თურქეთის ხელისუფლებას მწვავე რეაქცია ჰქონდა.

-ბოლო 24 საათის განმავლობაში, სირიაში თურქეთის ჯარებს საგრძნობი წინსვლა არ ჰქონიათ, თუმცა გააფრთებული ბრძოლები მანბიჯის რაიონის მისადგომებთან, ამ დრომდე მიმდინარეობს!

კახაბერ ადამია

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებმა დღეს მოახერხეს და მიუახლოვდნენ ხაშურის რაიონის სოფელ ყობს
შემდეგი სტატიაპეკინის გამზირზე ავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა