ერდოღანი: თურქეთი ლტოლვილებს მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში მიიღებს

16თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდორანმა განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხევვაში მისი ქვეყანა დაახლოებით 1000 ლტოლვილს მიიღებს, რომლებიც სირიის ქალაქ ალეპოდან იქნებიან გამოქცეულები.
ახლა საზღვარზე დაახლოებით 35 ათასი სირიელი დგას, რომელსაც თურქეთი არ უშვებს საკუთარ ტერიტორიაზე, თუმცა, თურქეთი მათ საჭმლით და პირველადი დახმარების ნივთებით ამარაგებს.
როგორც “ბიბისი” იტყობინება, ანკარა მის წინ არსებულ დილემაზე ცდილობს ყურადღების გამახვილებას: ერთის მხრივ, მან უნდა მიიღოს და დახმარება გაუწოს ადამიანებს, რომლებიც კონფლიქტს გაექცნენ, მეორეს მხრივ, მასზე ევროპა ზეწოლას ანხორციელებს და ცდილობს დაარწმუნოს, რომ თურქეთს მიგრანტების შენახვაში ფინანსურად დაეხმარება. დღეის მონაცემებით, თურქეთმა უკვე მიიღო 2,5 მილიონი სირიელი, იმაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ.

2011 წლიდან სირია დაახლოებით 4,6 მილიონმა ადამიანმა დატოვა. 13, 5 მილიონი, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, ქვეყნის შიგნით ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.

banner
წინა სტატიაშიავღანეთის რაიონი სანგინი თალიბების ხელში გადავიდა
შემდეგი სტატიაარაბთა გაერთიანებული საამიროები მზად არის სირიაში საკუთარი შენაერთები გააგზავნოს