ერდოღანი: თუკი გერმანია სომხების გენოციდს აღიარებს, ბერლინთან ურთიერთობა დაიძაბება

ერდოღანმა რუსეთთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი განაცხადა

ოსმანეთის იმპერიის დროს 1915 წელს სომხების შესახებ გენოციდზე კანონი, რომელიც, შესაძლებელია, გერმანიის პარლამენტმა მიიღოს, ანკარასა და ბერლინს შორის ურთიერთობას გაართულებს – ამის შესახებ დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოღანმა განაცხადა – Reuters-ი წერს.
2 ივნისს გერმანიის პარლამენტი აპირებს აღიაროს ტერმინი “გენოციდი” პირველი მსოფლიო ომის დროს სომხების მასობრივი მკვლელობის გამო, ასევე, განსაჯოს ეს ქმედება.
ერდოღანის თქმით, მან ეს საკითხი ანგელა მერკელთან გაიარა. “მეგონა, ეს საკითხი დარეგულირებული იყო. გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული” – ერდოღანმა თქვა, თურქული მედია ავრცელებს.

ამასთანავე, რამდენიმე გერმანელი დეპუტატი იმაზე ჩივის, რომ უკანასკნელი დღეების მანძილზე ელექტრონული სახით იღებენ მუქარის შემცვლელ წერილებს იმ შემთხვევისათვის, თუკი ისინი მზარს დაუჭერენ აღნიშნულ კანონპროექტს.

banner
წინა სტატიაში(video) ,,თუ ვინმე გეტყვით, რომ ხართ ილია, ან აკაკი, ან ვაჟა, ან ბარათაშვილი, სასწრაფოდ გააგდეთ”
შემდეგი სტატიაგამოკითხვის შედეგად ბრიტანელების უმეტესობას ევროკავშირის დატოვება სურთ