ერდოღანი, პუტინი და ნაზარბაევი ასტანაში სირიის შესახებ შეხვედრას გამართავენ

თურქეთის, რუსეთისა და ყაზახეთის ლიდერებმა დღეს სატელეფონო დიალოგი გამართეს, სადაც ასტანაში სირიის შესახებ შეხვედრის გამართვაზე თანხმობა განაცხადეს – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტი იტყობინება.
“რუსეთის და თურქეთის ლიდერებმა ინტერესი გამოთქვეს ასტანაში – სირიაში კონფლიქტის მხარეების მიერ მშვიდობიანი მოლაპარაკების ჩატარებაზე. ნურსულთან ნაზარბაევმა ინიციატივას მხარი დაუჭირა და მზაობა გამოთქვა ყაზახეთის დედაქალაქში შეხვედრის ჩატარებაზე” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპირველმა პრეზიდენტმა სომხეთის ერთადერთ სიამაყედ ფეხბურთელი გამოაცხადა
შემდეგი სტატიაგარდაიცვალა ამერიკელი ექიმი, რომელმაც ჰეიმლიხის მეთოდი გამოიგონა