ერდოღანი ობამას დათანხმდა… თურქეთს ერაყიდან ჯარები გაჰყავს…

19 დეკემბერს, შაბათს თურქეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, თურქეთმა უკვე დაიწყო ერაყში, მოსულის პროვინციიდან საკუთარი შეიარაღებული ნაწილების გაყვანა…

თურქეთის საგარეო უწყების განცხადებას წინ უძღოდა 18 დეკემბერს საღამოს აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას სატელეფონო საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან, სადაც ობამამ ერდოღანს მოუწოდა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ პატივი სცეს ერაყის ხელისუფლების სუვერენულ უფლებებს და დაძაბულობის განსამუხტავად ერაყის ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანოს….

თურქეთის ხელისუფლების მიერ ადრე გაკეთებული განცხადებებით, თურქეთმა ჯარი ერაყის ტერიტორიაზე ,,ისლამურ სახელმწიფოსთან,, და ქურთ ტერორისტებთან – PKK-სთან საბრძოლველად შეიყვანა, ერაყის ქურთისტანის ხელისუფლების თხოვნითა და ერეყის ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, თუმცა ერაყის ხელისუფლებამ უარყო შეთანხმების ფაქტები და თურქეთი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა. საბოლოო ჯამში კი, თურქეთის ხელისუფლებაზე გადამწყვეტი ზეგავლენა კვლავ აშშ-ს პოზიციამ იქონია… ობამა-ერდოღანის საუბრის შემდეგ კონფლიქტი ამოწურა.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი პოროშენკო ,,ბათუმის პროცესის,, მონაწილეებს შეხვდა…
შემდეგი სტატიაირანი მზადაა ასადს შეელიოს…