ერდოღანი: მე ტრამპს ვუთხარით, რომ ჩვენ უკან არ დავიხევთ

თურქული მედიის ცნობით, პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აფრინის შემდეგ იდლიბში და მემბიჯში ოპერაციის შესაძლო გაგრძელებაზე მიანიშნა.

ოპერაცია ,,ზეთისხილის რტოს,, სირიის სახვა რეგიონებში გაგრძელებაზე, ერდოღანმა 23 მარტს, სტამბოლში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ისაუბრა. ერდოღანმა გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის დეტალებზეც ისაუბრა.

,, მე ტრამპს ვუთხარით, რომ ჩვენ აქედან უკან არ დავიხევთ. ჩვენ მხოლოდ დაზარალებულების  გვერდით ვართ. ჩვენი ერი, მთელი ისტორიის მანძილზე ყოველთვის დაზარალებულების გვერდით იდგა. ორი დღის წინაც ბატონ, პუტინთან იგივე საკითხებზე ვისაუბრეთ. ჩვენ არასოდეს ვმდგარვართ მჩაგვრელების გვერდით,, განაცხადა ერდოღანმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ყვითელი თოვლი მოვიდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის საქმის აღსრულება დააჩქარა