ერდოღანი ,,კუდა ხარის,, როლში

მას შემდეგ რაც ყატარის კრიზისი დაღმავალ სტადიაში გადავიდა და მისი მოგვერების რეალური გზები გამოჩნდა, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ამ კრიზისის მოგვარებაში შუამავლის როლის შესასრულებლად დაპირისპირებულ ქვეყნებში მოულოდნელად გაემგზავრა.

კრიზისის დაწყყების პირველსავე დღეებში, ერდორანმა ყატარის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა და 8 არაბული ქვეყნის მიერ ყატარის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას, რომ ეს ქვეყანა ტერორისტულ ორგანიზაციებს აფინანსებდა, უსაფუძვლო და საეჭვო უწოდა. ამასთანავე, როგორც ედოღანს სჩვევია, რეგიონალური ლიდერის მანტია მოისხა და ყატართან დაპირისპირებულ ქვეყნებს შუამავლობა შესთავაზა, რაზეც საუდის არაბეთში შეკრებილი ყატარის მოწინააღმდეგე ქვეყნებიდან ,,მკვახე,, პასუხი მიიღო. ,,თურქეთი დროის დაკარგვის გარეშე უნდა ჩამოყალიბდეს ვისთანაა. ჩვენთან თუ ტერორიზმის მხარდამჭერს ყატართან?,, უპასუხეს ერდოღანს არაბებმა.

ამის შემდეგ ერდოღანმა ბლოკირებული და ემბარგოდადებული ყატარის სასურსათო კრიზისის მოგვარება დაიწყო და არაბული ქვეყნების პროდუქციის ჩასანაცვლებლად, ქვეყანაში თურქული პროდუქცია გააგზავნა. ამასთანავე, ყატარს, მის ტერიტორიაზე არსებული პატარა თურქული სამხედრო ბაზის (რომელიც საუდის არაბეთის საზღვართან არის განლაგებული) გაფართოებას და გაძლიერებას დაჰპირდა. ამ მხრივ კი თურქეთის პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები დაიწყო.
კრიზისის მთელი 2 თვის მანძილზე, ერდოღანი აცხადებდა, რომ შუამავლის როლის შესრულება სურდა და ყატარს ,,არადამიანური ბლოკადის,, მოხსნას ჰპირდებოდა, თუმცა არც ერთი ოფიციალური მოლაპარაკება ყატარის კრიზისის გადასაწყვეტად (გარდა რამდენიმე სატელეფონო საუბრისა), ერდოღანს არ განუხორციელებია, რადგან ამის სურვილს ბოიკოტის მომწობი ქვეყნები არ იჩენდნენ. შუამავლად, დაპირისპირებულმა მხარეებმა მოგვიანებით ქუვეითი დაასახელეს.
მას შემდეგ, რაც 11 ივლისს აშშ-მ ყატართან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეკრულება გააფორმა, და რაც ერთი კვირის მერე, თავად ყატარმა ტერორიზმის წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების დეკლარაცია მიიღო, ბოიკოტის მონაწილე ქვეყნებმა, 13 პუნქტიანი ულტიმატუმი გააუქმეს და ყატარს მხოლოდ 4 მოთხოვნა დაუტოვეს. ამავე დროს, ყატართან დაპირისპირებული ქვეყნების დიპლომატებმა გაეროში ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომ ,ყატარის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები, კრიზისის დიპლომატიური მოგვარების საშუალებას იძლეოდა. ამას გარდა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, 21 ივლისს, პირდაპირ მოუწოდა მოკავშირე არაბულ ქვეყნებს, რომ მოხსნან ასევე აშშ-ს მოკავშირე ყატარის ბლოკადა და კონფლიქტი დიპლომატიურად მოაგვარონ, რასაც ყატარის ემირის განცხადება მოჰყვა, რომ ის მზადაა მეზობელ ქვეყნებთან დიალოგისთვის.

22 ივლისს, საღამოს, სახელისუფლო თურქული მედია აცხადებს, რომ პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, როგორც ,,ახლო აღმოსავლეთის რეგიონალური ლიდერი, სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტად მიემგზავრება, რათა ყატარის კრიზისი მოაგვარებაზე დაპირისპირებულ მხარეებს დაელაპარაკოს,,. გავრცელებული ინფორმაციით, 23-ივლისს, საუდის არაბეთს და კონფლიქტში შუამავლის როლის შემსრულებელ ქუვეითს ეწვევა, ხოლო 24 ივლისს ყატარს. თავად ამ ქვეყნებს კი, ერდოღანის მოსალოდნელი ვიზიტს შესახებ, არ გაუკეთებიათ.

როგორც ერდოღანის ხელისუფლების ოპოზიცირი მედია აცხადებს ,,ერდოღანი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის პრობლემები ვერ მოუგვარებია, ,,საწყალი ყატარის,, პრობლემის მოსაგვარებლად დაუპატიჟებლად მიდის. ყატარის, რომელიც თურქეთზე 10-ჯერ მდიდარია,,

banner
წინა სტატიაშიცხინვალში მოქალაქე საკუთარი აგარაკიდან გაიტაცეს
შემდეგი სტატიაძლიერი სიცხე თბილისში