ერდოღანი – ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს სიგიჟე და შეაჩეროს თავდასხმები

ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს სიგიჟე, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს.

„გუშინ ღამით, ისრაელმა ღაზას დაბომბვა გააძლიერა და კიდევ ერთხელ ამოიღო მიზანში ქალები, ბავშვები, უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები და მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისი გააუარესა. ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს სიგიჟე და შეაჩეროს თავდასხმები“, – წერს ერდოღანი „ტვიტერის“ გვერდზე.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ასევე, თურქ მოსახლეობას მოუწოდა, რომ დღეს სტამბოლში გასამართ პალესტინის მხარდამჭერ აქციაში მიიღონ მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი აცხადებს, რომ დღეს ღაზის სექტორში საკვები და წყალი შევა
შემდეგი სტატიაბელარუსი აუცილებლად უნდა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, მაგრამ ეს ბევრად შორი პერსპექტივაა, ვიდრე საქართველოს ამ ოჯახში შესვლა – გვარამია