თურქეთის პრეზიდენტმა ტელემიმართვაში ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში რისკები ყოველდღიურად იზრდება, რაც ანკარასგან უფრო აქტიურ ქმედებებს მოითხოვს.
ერდოღანის თქმით, როგორც ის, ისე თურქეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მაქსიმალურად აჩქარებენ მოლაპარაკებებს ყველა მხარესთან.
„ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ნებისმიერი შანსი, რაც არ უნდა მცირე იყოს ის, რათა საომარი მოქმედებები შეწყდეს“, _ განაცხადა მან.
ერდოღანმა პირდაპირ დასდო ბრალი ისრაელის ხელისუფლებას სამშვიდობო ინიციატივების საბოტაჟში. მისი მტკიცებით, ისრაელი ყველანაირად ცდილობს ძირი გამოუთხაროს მცდელობებს, რომლებიც ომის შეჩერებისკენ არის მიმართული.
მიუხედავად მკვეთრი განცხადებებისა, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტიპის „ახალ ინიციატივებს“ ამზადებს თურქეთი ან ვინ არიან მისი მთავარი პარტნიორები ამ პროცესში.















