ერდოღანი – ღაზის სექტორში ხოცვა-ჟლეტაზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება, ისრაელი პაიკია, რომელიც, შესაძლოა, გაწირონ კიდეც

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ღაზაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტაზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ დასავლურმა სამყარომ მოახდინა თავისი პოლიტიკოსებისა და მედიის მობილიზება ღაზაში უდანაშაულო ხალხის ხოცვა-ჟლეტის ლეგიტიმაციისთვის და დასძინა, რომ ისრაელი ჩადის ომის დანაშაულებს.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ისრაელი პაიკია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, გაწირონ კიდეც.

„ისინი, ვინც ნიანგის ცრემლებს ღვრიან უკრაინა-რუსეთის ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის გამო, ჩუმად უყურებენ ღაზაში ათასობით უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბულში პალესტინელების მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშიმედიის ინფორმაციით, ლონდონში პალესტინის მხარდასაჭერ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა
შემდეგი სტატიაპალესტინელების მხარდასაჭერ აქციაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების შემდეგ ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გამოიხმო