ერდოღანი გერმანიას დაემუქრა

ერდოღანი გერმანიას დაემუქრა

ერდოღანი გერმანიას დაემუქრათურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ერდორანმა განაცხადა, რომ ანკარა გააანალიზებს გერმანიის პარლამენტის გადაწყვეტილებას 1915 წელს ოსმანეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდთან დაკავშირებით: “მე დაველაპარაკე პრემიერ-მინისტრს (ბილან იილდიმირს-რედ). ჩვენ ორივენი დარწმუნებული ვართ, რომ პირველი ნაბიჯი ელჩის გერმანიიდან გამოწვევაა. გერმანიის პარლამენტის გადაწყვეტილება თურქეთ-გერმანიის ურთიერთობებზე სერიოზულად იმოქმედებს” – განაცხადა თურქეთის ლიდერმა. მისი თქმით, მომხდარის გამო საბოლოო ზომებს მისი კენიიდან დაბრუნების შემდეგ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ 1915 წელს ოსმანეთის იმპერიის მიერ თურქების გენოციდის აღიარების რეზოლუციას დღეს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის წინააღმდეგ, მხოლოდ ერთმა პარლამენტარმა მისცა ხმა. სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ ბუნდესტაგის ნაბიჯს მიესალმება.
“მაშინ, როცა გერმანია და ავსტრია, რომლებიც ოსმანეთის იმპერიის მოკავშირეები იყვნენ და აღიარებენ პასუხისმგებლობის საკუთარ წილს სომხების გენოციდთან დაკავშირებით, თურქეთის მთავრობა მას უარყოფს” – განაცხადა სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ედუარდ ნალბალდიანმა.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი იილდირიმმა განაცხადა, რომ ანკარა გერმანიიდან გაიწვევს თავის ელჩს “კონსულტაციისათვის”.
თურქეთის მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა, იასინ აკტაიმ განაცხადა, რომ მიღებული დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას სერიოზულად დაძაბავს. თურქეთის ვიცე-პრემიერმა კი რეზოლუციას “ისტორიული შეცდომა” უწოდა – “ბიბისი” წერს.
თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიას და თურქეთს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს.

19-მა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, ბელგიამ, იტალიამ, რუსეთმა, კანადამ, არგენტინამ და ურუგვაიმ სომხების მასობრივი მკვლელობა უკვე აღიარა. 2014 წელს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოღანმა პირველად მიუსამძიმრა სომხებს, რომელთა ოჯახის წევრები თურქეთში დაიხოცნენ პირველი მსოფლიო ომის დროს.

banner
წინა სტატიაშისოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ლაშა დვალიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილია
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა