ერდოღანი – გასულ კვირას შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სასურველ დონეზე ვერ ჩატარდა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, გასულ კვირას შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სასურველ დონეზე ვერ ჩატარდა.

„სამწუხაროდ, მოლაპარაკებები, რომელიც ჩვენმა დელეგაციამ ფინეთთან და შვედეთთან გამართა, სასურველ დონეზე არ იყო“, – განაცხადა აზერბაიჯანში ვიზიტის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა.

მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ თურქეთს ამ საკითხის გადასაჭრელად სამიტამდე დრო არ აქვს.

„პროგრესი დამოკიდებული იქნება ნაბიჯებზე, რომელიც უსაფრთხოების საკითხებში თურქეთის შეშფოთებებს ითვალისწინებს“, – განაცხადა კალინმა.

მანამდე, ერდოღანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ევროპის ორივე ქვეყანა ტერორისტებს უჭერს მხარს, როდესაც დახმარებას სთავაზობს ქურთების მუშათა პარტიის წევრებს პოლიტიკური თუ ფინანსური თვალსაზრისით.

banner
წინა სტატიაშიEU განიხილავს, ემბარგო მხოლოდ ზღვით მიღებულ რუსულ ნავთობზე დააწესოს – Bloomberg
შემდეგი სტატიაპუტინი და სერბეთის პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი სერბეთისთვის გაზის მიწოდებას გააგრძელებს