21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

ერდოღანი: ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ თურქეთის, როგორც სრულუფლებიანი წევრის გარეშე, იგი გლობალური აქტორი ვერ იქნება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ თავი შეიკავოს ისეთი რიტორიკისგან, რომელმაც შეიძლება თურქეთის „კონსტრუქციული პოზიცია“ შეარყიოს.

„არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთი აღარ არის ძველი თურქეთი და არც მსოფლიოა შემოსაზღვრული მხოლოდ დასავლური სახელმწიფოების გავლენის სფეროთი“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ თურქეთის, როგორც სრულუფლებიანი წევრის გარეშე, იგი გლობალური აქტორი ვერ იქნება.

„სამწუხაროდ, თურქეთის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიული მიოპია კვლავ ნარჩუნდება და ეს ბლოკის საკმაოდ ბევრ ინსტიტუტში ნათლად შეიმჩნევა“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიReuters: აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლთან ახლოს შეიარაღებულ პირს ესროლა
შემდეგი სტატიაპოლიციამ აბაშაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა