ერდოღანი: ერაყის გაეროსადმი მიმართვა უსამართლოა

ერდოღანი რუსეთს ურჩევს თურქეთი არ გადაიმტეროს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ბაღდადის გაეროსადმი მიმართვა ერაყის ტერიტორიიდან თურქული არმიის გაყვანის თაობაზე, სამართლიანი არ არის.
“მათ შეუძლიათ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართონ, ეს მათი უფლებაა, მაგრამ ეს სამართლიანი არ არის. ჩვენ ვთვლით, რომ ერაყის მოქმედება პირდაპირ დაკავშირებულია რეგიონში უკანასკნელ ხანებში მიმდინარე მოვლენებთან, კერძოდ კი რუსეთის და ერაყის ურთიერთობებზე” – განაცხადა ერდოღანმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო ისევე სკეპტიკურად მიუდგება საკითხს, როგორც თურქეთი და არანაირ ზომებს არ მიიღებს.

ერაყის მთავრობა აცხადებს, რომ თურქეთის მიერ სამხედროების ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსება მათი ნებართვის გარეშე მოხდა. ისინი თურქეთის ქმედებას აგრესიას უწოდებენ და მოითხოვენ თურქეთმა დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი ერაყის ტერიტორიიდან.

banner
წინა სტატიაშიბაიდენმა იაცენიუკზე თავდასხმა შეაფასა
შემდეგი სტატიაუკრაინული პრემიის ქართველი ლაურეატები