15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ერდოღანი – ჩვენ ირანის ხელისუფლება გავაფრთხილეთ, მიუხედავად ამისა, პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანი „პროვოკაციული ნაბიჯების“ გადადგმას განაგრძობს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი ირანის ქმედებებს მოკავშირეებთან ერთად განიხილავს.

მისივე განცხადებით, კვიპროსში ექვსი „F-16“ თვითმფრინავის განლაგების შემდეგ, დამატებითი ზომების მიღებას გააგრძელებს.

„დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ირანს, რომ მათ დანაშაული არ უნდა გაიმეორონ. ჩვენ ვაპირებთ, განვიხილოთ მოვლენების განვითარება ჩვენს ნატოელ და სხვა მოკავშირეებთან ერთად და გადავდგამთ აუცილებელ ნაბიჯებს ჩვენი უსაფრთხოების გასაძლიერებლად, დამატებითი ზომების განსახორციელებლად. ჩვენ ირანის ხელისუფლება გავაფრთხილეთ, მაგრამ გულწრფელი გაფრთხილებების მიუხედავად, ირანი პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს, რაც მის თურქეთთან მეგობრობას საფრთხეს შეუქმნის“, – განაცხადა ერდოღანმა.

ავტორი – მარიამ რობაქიძე

banner
წინა სტატიაშიქარტია: შსს-ს მოვუწოდებთ, ჟურნალისტების დევნა შეწყვიტონ
შემდეგი სტატიაჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება მარეგულირებელი კომისიის მხრიდან ცენზურის დაწესებისა და მაუწყებლების სარედაქციო დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევის მცდელობას