ერდოღანი ბრიუსელს სისუსტეზე მიუთითებს და ურჩევს ტერაქტებიდან დასკვნები გამოიტანონ

WikiLeaks-მა რუსულ გამანადგურებელზე თავდასხმისას ერდოღანის მოტივები გაიგო

ერდოღანმა რუსეთთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი განაცხადათურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდორანმა ბელგიის მთავრობას მიუთითა, რომ ისინი ძალიან რბილად იქცევიან ბოევიკებთან მიმარებაში – Reuters-ი წერს.
თურქეთის ლიდერმა ბრიუსელი ასევე ქურთების მუშათა პარტიის მიმართ გამოჩენილ სისუსტეში დაადანაშაულა, რომელიც ანკარას თქმით, ტერორისტული ორგანიზაციაა. ერდორანის ბრიუსელში ვიზიტამდე მათ ქალაქის ცენტრში აქცია მოაწყვეს, სადაც ანკარას პოლიტიკის გამო პროტესტი გამოხატეს.
„ბელგიელები სეპარატისტულ ტერორიტულ ორგანიზაციას უფლებას აძლევენ ქალაქის ცენტრში პლაკატებით გამოვიდნენ, საკუთარი ნახატების დემონსტრირება გააკეთონ და დროშა აფრიალონ ევროსაბჭოს შენობის წინ. და რა ხდება ორი დღის შემდეგ?“ – თქვა ერდოღანმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი ტერორისტი, რომელმაც 22 მარტის ბრიუსელის ტერაქტებისას თავი აიფეთქა, მათ ერთხელ უკვე გაადეპორტეს ქვეყნიდან.
„დასავლეთის ქვეყნების მთავრობები პრობლემებს ვერ უმკლავდებიან. ჩვენ ბაკრაუი გაზიანთებში დავიჭირეთ და გავადეპორტეთ. ამ ჯენტლმენებმა, იმის მაგივრად, რომ მას შესაბამისად მოქცეოდნენ, ადგნენ და გაანთავისუფლეს. ჩემო ძმებო, ტერორიზმი ეს საერთო უბედურებაა, მთელი მსოფლიოს პრობლემა. ღმერთის დახმარებით ისინი ამას მიხვდებიან“ – განაცხადა ერდორანმა.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს ბრიუსელში ტერაქტების სერია მოხდა, რომელზეც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერაქტის შედეგად 32 ადამიანი გარდაიცვალა და 300-მდე დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიაბდესლამმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ ის ძმებ ბაკრაუებს არ იცნობს
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა ბრიუსელში საეჭვო პაკეტი იპოვეს – ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ