29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ერდოღანი: ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას

თურქეთის პრეზინდეტის განცხადებით, ბოლო დროს რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას.

ერდოღანის თქმით, საბაჟო კავშირის მიმდინარე პირობების შესაბამისად განახლება ძირითადი სფეროა, რომელიც სწრაფ პროგრესს მოითხოვს თურქეთის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის გზაზე.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის მონაწილეობა ევროკავშირის თავდაცვის ინიციატივებში ყველა მხარის ინტერესებში შედის.

ერდოღანის განცხადებით, თურქეთსა და ბელგიას თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ვაჭრობაში, თავდაცვის ინდუსტრიაში, ენერგეტიკასა და სოფლის მეურნეობაში.

საერთაშორისო ასპარეზზე თურქეთის სულ უფრო მნიშვნელოვანი დიპლომატიური როლის ხაზგასმით, ერდოღანმა თქვა, რომ ქვეყანა 7-8 ივლისს – ანკარაში დაგეგმილ ნატო-ს ლიდერების სამიტს, 9-20 ნოემბერს კი კლიმატის საკითხებზე COP31 კონფერენციას უმასპინძლებს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი არ პასუხობს კითხვას, იყო თუ არა ის ერთი, ვინც ხმა არცერთ კანდიდატს არ მისცა
შემდეგი სტატია“მე დღესვე მოვაგვარებდი მაგ პრობლემას” – მეუფე ნიკოლოზი დიუშენზე