ერდოღანი ალიევს 21 ქვემეხის ზალპით დახვდა

თურქული მედიის ცნობით, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩასულ, უკვე მეოთხედ აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩეულ ილჰამ ალიევს, პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ოფიციალური ცერემონიით და 21 ქვემეხიდან გასროლით დახვდა.
აღსანიშნავია, რომ 21 ქვემეხის გასროლით, ერდოღანის ხელისუფლება, მათი წარმოდგენით, ეთნიკური თურქების მიერ შექმნილი 21 სახელმწიფოს (თურანის იმპერია) პირველ პირებს ხვდება.
პირისპირი შეხვედრის, უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომის და ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიების შემდეგ ერდოღანმა დ ალიევმა ერთობლივი პრესკონფერენციები გამართეს.
ვიზიტის ფარგლებში გასამართ შეხვედრებზე განხილული იქნება აზერბაიჯანთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებისათვის გადასადგმელი ნაბიჯები, აქტუალური რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი, პრეზიდენტად არჩევის ყოველ მორიგ ჯერზე, პირველი საზღვარგარეთულ ვიზიტს თურქეთში ანხორციელებს.

banner
წინა სტატიაშიინდოელ გურუს ბოროტი სულების განდევნისას გოგონას გაუპატიურების გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაგარდაცვლილი კადაფის ანგარიშებიდან 11 მილიარდი გაქრა