12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ერდოღანი: ახლო აღმოსავლეთში ომის შეჩერება დიალოგისა და სერიოზული მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი

ახლო აღმოსავლეთში ომის შეჩერება დიალოგისა და სერიოზული მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი,– აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

მისივე თქმით, ისრაელის პოზიცია დიპლომატიურ ძალისხმევას ასუსტებს. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვისას ისაუბრა.

ერდოღანის შეფასებით, დაუშვებელია, ისრაელის უკომპრომისო, მაქსიმალისტურმა და რადიკალურმა პოზიციამ დიპლომატიური გადაწყვეტილებები ჩაშალოს.

„არცერთი ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში მშვიდობა და სტაბილურობა ღირებულად მიაჩნია, არ უნდა აგრძელებდეს იმ ცეცხლის გაღვივებას, რომელიც ისრაელმა ჩვენს რეგიონში უსამართლოდ გააღვივა“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხვების თანახმად, საწვავის ფასების მკვეთრი ზრდისა და ირანთან ომის ფონზე, ტრამპის რეიტინგი დაეცა
შემდეგი სტატიანუგზარ ბარდაველიძე – მეუფე შიომ მოსკოვში მიიღო განათლება და რაღაც მომენტში რუსეთი მხარს უჭერს