ერდოღანი ახალ მსოფლიო წყობაზე ფიქრობს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, თურქეთის  მიერ ახალ მსოფლიო წყობაში ჩართვის სურვილის შესახებ განაცხადა.

ერდოღანმა  აფრიკის ქვეყნებში: ალჟირში, მავრიტანიაში, სენეგალში და მალიში განხორციელებული ვიზიტები   Twitter-ში შეაფასა, სადაც აცხადებს.

„ღმერთის წყალობით ალჟირთან ჩვენი მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. განსაკუთრებით ინვესტიციების სფეროში ვიმედოვნებ, რომ უფრო უკეთესი შედეგები გვექნება.

პრეზიდენტის რანგში ჩემს მიერ, მალიში განხორციელებული პირველი ვიზიტი, პოლიტიკური და სავაჭრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო. აფრიკაში თბილად და მეგობრულად დაგვხდნენ. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა უპასუხოდ არ დავტოვებთ. ჩვენ განურჩევლად აფრიკის ქვეყნებისა, ყველა აფრიკელი  გვიყვარს. ჩვენ აფრიკასთან ერთად ახალი მსოფლიო წყობა გვსურ,, ნათქვამია პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: ირაკლი შიხიაშვილი სამშობლოს ღალატის მუხლით უნდა გასამართლდეს !
შემდეგი სტატიატრამპი: გიჟთან სასაუბროდ მზად არ ვარ