ერდოღანი აცხადებს, რომ გზავნილი, რომელსაც მსოფლიო მიიღებს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მისი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება. ამის შესახებ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, გზავნილი, რომელსაც მსოფლიო მათი შეხვედრის შემდეგ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე მიიღებს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ამ ვიზიტის დროს ყველას ყურადღება „მარცვლეულის დერეფნის“ საკითხისკენაა მიპყრობილი. ისინი ელოდებიან, რა გამოვა აქედან. გზავნილი, რომელსაც მიიღებს მსოფლიო ამ პრესკონფერენციის შემდეგ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ერდოღანმა.

banner
წინა სტატიაშიბორელს საქართველო და ქართველი ხალხი ხვდება წელში გამართული, „ქართული ოცნება“ – პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ლაპარაკით – უსუფაშვილი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა 42 000-ით და შეადგინა უკვე 737 000. უმუშევრობის და სიღარიბის დონე არის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოსული, ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე – 5.5 მლრდ დოლარი არის ქვეყნის ეროვნული რეზერვები