ცერცვაძე – საახალწლოდ აკრძალვებს მთლიანად არ მოვხსნიდი, მაგრამ შევარბილებდი, პარალელურად, დარჩენილ შეზღუდვებზე კონტროლს გავამკაცრებდი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პანდემიის შესაჩერებლად ცალსახად სჯობს, რომ ლოკდაუნი გაგრძელდეს და გამკაცრდეს.

თუმცა, მისივე განმარტებით, ხალხისთვის შეზღუდვების შერბილება და მოხსნაა უმჯობესი.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, აკრძალვების მთლიანად მოხსნის არა, თუმცა შერბილების მომხრეა. მისივე განმარტებით, პარალელურად, დარჩენილ შეზღუდვებზე კონტროლიც უნდა გამკაცრდეს.

„პანდემიის შეჩერებისთვის ცალსახად სჯობს, რომ ლოკდაუნი გაგრძელდეს და გამკაცრდეს, მაგრამ ხალხისთვის შერბილება და მოხსნა სჯობს. საზოგადოების დაკვეთა ასეთია. ადამიანებს არ უნდათ, დაკარგონ ახალი წლის და შობით გამოწვეული სიხარული, განსაკუთრებით, ბავშვებს. საახალწლოდ რაღაც ეკონომიკური მოძრაობა თუ იქნება, ეს ოჯახების მნიშვნელოვან ნაწილს გაუუმჯობესებს ყოფით პირობებს.

მე მთლიანად არ მოვხსნიდი, მაგრამ შევარბილებდი ამ აკრძალვებს, თუმცა, პარალელურად, გავამკაცრებდი კონტროლს იმ შეზღუდვებზე, რომელიც დარჩება. გავხსნიდი ვთქვათ, მაღაზიებს და მოლებს, მაგრამ გავამკაცრებდი კონტროლს პირბადეებზე და სოციალურ დისტანცირებაზე. ახლა რომ პირბადეს 65 პროცენტი ატარებსმ, გავაკმაცრებდი კონტროლს, რომ 100-მა პროცენტმა ატაროს. სასურსათო მაღაზიებში, რომელიც ღიაა, არ იცავენ სოციალურ დისტანცირებას. ტანსაცმლის და სუვენირების მაღაზიებს გავხსნიდი, მაგრამ იქ მკაცრად დავიცავდი დისტანცირებას“, – განაცხადა ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩიხრაძე: უმნიშვნელოვანესია, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგას ნაბიჯები კრიზისული ვითარების კიდევ უფრო გაღრმავებისგან თავის ასარიდებლად
შემდეგი სტატიააქ. ახლა, თიბისიში უკვე შესაძლებელია ფულადი გზავნილებით უზრუნველყოფილი სესხის მიღება