ერაყში “მის ბაღდადი” მანქანაში ჩაცხრილეს

ბაღდადში უცნობმა პირებმა პოპულარული მოდელი და ტიტულ “მის ბაღდადის” ყოფილი მფლობელი ტარა ფადესი მანქანაში ჩაცხრილეს. 22 წლის მოდელი, რომელსაც “ინსტაგრამზე” თითქმის 3 მილიონი მიმდევარი ყავდა, ახალგაზრდებში პოპულარობით სარგებლობდა. მას შემდეგ, რაც ბოროტმოქმედებმა მისი გატაცება ვერ შეძლეს, მას თავში და მკერდში ესროლეს. ტარა ფადესი ადგილზევე გარდაიცვალა – “ბიბისი” წერს. პოლიციამ საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო.
ტარა ფადესმა 2014 წელს “მის ერაყის” კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა, 2015 წელს კი “მის ბაღდადი” გახდა. მუქარების გამო მოდელი ბაღდადიდან ერაყის ქურდისტანის დედაქალქში ერბილში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა, ბაღდადში ხშირად დადიოდა – “ბიბისი” წერს.

ერაყში გახშირდა იმ ადამიანების მკვლელობები, რომლებიც კონსერვატიული ერაყელი საზოგადოებისათვის მიუღებელია.

banner
წინა სტატიაშიმერკელისა და ერდორანის შეხვედრის დეტალები
შემდეგი სტატიაბათუმში დედის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს