ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ერაყელმა სამხედროებმა მოსულში “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი აბუ მუხაჯირ არ-რუსი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეა, დღეს გაანადგურეს – ამის შესახებ ერაყის პოლიციამ გაავრცელა.
ფედერალური პოლიციის ხელმძღვანელის მრჩევლის აბურახმან ალ-აბიდინას ინფორმაციით, მაღალჩინოსან ბოევიკებთან ერთად მათი ექვსი დამხმარეც ლიკვიდირებულია.
ერაყის პოლიციამ ჯერჯერობით არ იცის მააღალჩინოსანი ტერორისტის ეროვნება და ნამდვილი სახელი.
შეგახსენებთ, რომ მოსული ერაყის ერთ-ერთი მსხვილი ქალაქია, რომელის 2014 წლიდან ტერორისტების ხელშია.

banner
წინა სტატიაშიეს არის ძალიან დიდი გაკვეთილი ამორალურობაში – ანა დოლიძე თანამდებობის პირების დაუსჯელობაზე საუბრობს
შემდეგი სტატიასაფრანგეთი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო გაეროს საგანგებო სხდომის ჩატარებას ითხოვს