ერაყში დააკავეს 11 წლის ბიჭი, რომელსაც “შაჰიდის ქამარი” ეკეთა

Iraqi security forces detain a boy after removing a suicide vest from him in Kirkuk, Iraq, August 21, 2016. REUTERS/Ako Rasheed

ერაყის პოლიციამ ქალაქ კირკუკში, შიიტურ მეჩეთთან 11 წლის ბავშვი დააკავა, რომელსაც ე.წ. “შაჰიდის ქამარი” ეკეთა. ქურთულმა ტელეკომპანია Kurdistan 24-მა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ხსნიან სამართალდამცველები ბავშვს “შაჰიდის ქამარს”.

კირკუკის პოლიციის განცხადებით, ბიჭუნას 2 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა თან. ის ქალაქში 5-6 დღის წინ ჩავიდა.

ერაყში ბავშვის დაკავებამდე ერთი დღით ადრე თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, რასაც 53 ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდამსხმელი 12-14 წლის მოზარდი იყო. ანკარამ მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურ სახელმწიფოს” დააკისრა

banner
წინა სტატიაში“რატომ დავიმახსოვრო მე, მოსწავლემ, რომელ ქვეყანაში რა სასარგებლო წიაღისეულია, როცა არსებობს Google”
შემდეგი სტატიაბურჭულაძის პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი: „ხალხისთვის არჩევანის წასართმევად ემზადებიან!“