12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ერაყში, ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა განხორციელდა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა გახორციელდა.

სააგენტო Reuters, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ შენობას რაკეტა მოხვდა, რის გამოც საელჩოს ტერიტორიიდან კვამლი ამოდის. ზუსტი ინფორმაცია მიყენებული ზიანის შესახებ ჯერჯერობით არ სახელდება.

Associated Press-ის ინფორმაციით, რაკეტა აშშ-ის საელჩოს კომპლექსში მდებარე ვერტმფრენის დასაჯდომ მოედანს (ჰელიპადს) მოხვდა.

ამავდროულად, AFP წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ საელჩოზე თავდასხმა დრონის მეშვეობით განხორციელდა.

AFP-ის ცნობით, თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ერაყის დედაქალაქში განხორციელებული იერიშების შედეგად ირანის მიერ მხარდაჭერილი ორი მებრძოლი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიპაატა დავითაია – „მოსკოვის მექანიზმმა“ თუ დაიწყო მუშაობა, უკვე კატასტროფაა
შემდეგი სტატიარა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს