ერაყში ათობით რუსს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ერაყის ცენტრალურმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციის 19 მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა “ისლამურ სახელმწიფოში” გაწევრიანების, მხარდაჭერისა და “ტერორისტულ აქტში მონაწილეობისთვის”- ინფორმაციას “დოიჩე ველე” თეირანში მოქმედ ტელეარხ Press TV -ზე დაყრდნობით ავრცელებს. განაჩენის გამოტანისას ქალები სასამართლო დარბაზში მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდნენ.

რამდენიმე ხნის წინ ერაყში სასამართლომ რამდენიმე უცხოელს იმავე ბრალდებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, მათ შორის იყვნენ საფრანგეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთისა და რუსეთის მოქალაქეები.

banner
წინა სტატიაშირწმუნებულების გარეშე დარჩენილი სენაკი და ავარიული ადმინისტრაციული შენობები ხობში
შემდეგი სტატია“თანასწორობის მოძრაობისა” და “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” კონტრაქცია პარლამენტთან – დაკავებულია ერთი პირი