ერაყმა საუდის არაბეთს ბაღდადში ელჩის შეცვლა სთხოვა

ერაყმა საუდის არაბეთს ბაღდადში ელჩის შეცვლა სთხოვა. ამის მიზეზი დიპლომატის განცხადება გახდა ერაყზე ირანის გავლენის შესახებ. ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, თამერ ალ-საბჰანი ერაყსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების განვითარებას აზარალებს.

ერაყის ხელისუფლებაში ძირითადად შიიტი პოლიტიკოსები არიან წარმოდგენილი, საუდის არაბეთს კი სუნიტები მართავენ. საუდის არაბეთის ელჩის ალ-საბჰანის თქმით, შიიტები, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ერაყში სუნიტების პროვოცირეას ახორციელებენ. ამას გარდა, ელჩმა განაცხადა, რომ ირანის ორგანიზებით, მასზე თავდასხმა იგეგმებოდა.

ალ-საბჰანმა ერაყის მთავრობას მოუწოდა, “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კამპანიიდან შიიტები გამორიცხოს, რადგან, მისი აზრით, შიიტები ადგილობრივ სუნიტებს ავიწროვებენ.

საუდის არაბეთის სალეჩო ერაყში 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა, საუდის არაბეთმა თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობა 1990 წელს მას შემდეგ დახურა, რაც ერაყმა ქუვეითში ჯარი შეიყვანა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა სამუშაო ვიზიტით ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ეწვია
შემდეგი სტატიატერაქტის საქმეზე კონტრდაზვერვის ინფორმატორი – ბექა ბექაური, სავარაუდოდ თურქეთიდან, 50 ათას დოლარს ელოდებოდა