ერაყმა საფრანგეთი ტერაქტებამდე ერთი დღით ადრე გააფრთხილა

ეიფელის კოშკი მოსალოდნელი ტერაქტის გამო დაიკეტა

ერაყელმა მაღალჩინოსნებმა კოალიციის წევრი ქვეყნები ისლამური სახელმწიფოს შესაძლო თავდასხმების შესახებ პარიზში მომხდარ ტერაქტამდე ერთი დღით ადრე გააფრთხილეს. დასავლურ მედიაგამოცემებში ინფორმაცია სააგენტო Associated Press-ის მიღებულ შეტყობინებაზე დაყრდნობით ვრცელდება.

შეტყობინებაში ერაყის დაზვერვის სამსახური კოალიციის წევრებს აფრთხილებს, რომ ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთმა ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა ბრძანება გასცა სირიასა და ერაყში დაჯგუფების წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის წევ ქვეყნებზე, ასევე ირანსა და რუსეთზე მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ. ცნობაში არ იყო დაზუსტებული დეტალები, თუ სად, ან როდის იყო თავდასხმა მოსალოდნელი.

საფრანგეთის თავდაცვის სამსახურმა გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მსგავს შეტყობინებებს ისინი ყოველდღიურად იღებენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის მინისტრი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიასოფელ ვაზისუბანში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს