ერაყის ტიკრიტში მომხდარ ტერაქტს 30 ადამიანი ემსხვერპლა

მინიმუმ 31 ადამიანი დაიღუპა და 40-მა ჭრილობები მიიღო “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ერაყის ქალაქ ტიკრიტში მოწყობილი აფეთქებისას. პოლიციის პოლკოვნიკის ხალიდ მაჰმუდის თქმით, თავდასხმის მსხვერპლთა შორის 14 მისი კოლეგაა. მისი თქმით, ტერორისტების ჯგუფი 10 ბოევიკისგან შედგებოდა, ისინი პოლიციელების ფორმაში იყვნენ გადაცმულები და პოლიციელების მანქანით გადაადგილდებოდნენ, რამაც მათ შესაძლებლობა მისცათ ერთ-ერთ ბლოკპოსტზე და ასევე, ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის სახლზე თავდასხმა განეხორციელებინათ – ცენტრის ხელმძღვანელი თავის ოჯახთან ერთად ამოწყვიტეს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა სიცრუისა და აგრესიისათვის სოციალური ქსელები დააჯარიმოს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტმა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეზოლუცია მიიღო