6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრო: ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი გაიტაცეს

ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცეს,- ინფორმაციას ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„სქაინიუსი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მისი სახელია შელი კიტლსონი – ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც რეგიონში მუშაობს.

წყაროების ცნობით, გატაცებაში მონაწილეობდა ორი ავტომობილი, რომელთაგან ერთ-ერთი ავარიაში მოყვა, ხოლო მეორე, რომელშიც ჟურნალისტი იმყოფებოდა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია და მიმდინარეობს ოპერაცია გამტაცებლების დასაკავებლად. როგორც მედია წერს, ამ ეტაპზე უცნობია, უკავშირდება თუ არა გატაცება ირანთან მიმდინარე ომს.

banner
წინა სტატიაშიევროპის ათი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატია“ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” გლობალური პრესტიჟული მედია კონკურსის გამარჯვებული გახდა