9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

ერაყის სამხრეთში, პორტთან ორ უცხოურ ნავთობის ტანკერზე აფეთქებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ერაყის სამხრეთში, ქალაქ ბასრის პორტთან ახლოს ორ უცხოურ ნავთობის ტანკერზე აფეთქებები მოხდა.

ერაყის პორტების გენერალური კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, 38 მეზღვაური გადაარჩინეს, ერთი ადამიანი კი დაიღუპა. საძიებო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. ინციდენტის შემდეგ ნავთობის პორტებმა ოპერაციები შეაჩერეს.

ბასრაში ერაყის უსაფრთხოების წყარომ „სიენენს“ განუცხადა, რომ სავარაუდოდ, გემს ირანული ნავი შეეჯახა, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყო აღჭურვილი, თუმცა, წყარომ დასძინა, რომ გამოძიება გრძელდება.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ომანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუზისსრუტეში, ომანის სანაპიროდან დაახლოებით 24 კილომეტრში, ტაილანდის დროშის ქვეშ მცურავ გემზე თავდასხმის შემდეგ 20 მეზღვაური გადაარჩინეს.

banner
წინა სტატიაშიგარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების სამი ჯგუფი ტყიბულში იმყოფება
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია 1 პირი