ერაყის პრემიერი: მოსულზე შეტევა იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე ველოდებოდით

1მოსულში ექსტრემისტებზე შეტევა იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე ველოდებოდით – ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ აბადმა განაცხადა.
“იმაზე სწრაფად მივიწევთ წინ, ვიდრე ვფიქრობდით” – პარიზში საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც სპეციალურსად მოსულის მომავალს ეხებოდა.
“ჩვენი ძალები წინ მიიწევენ, რომ ეს ქალაქი გაანთავისუფლონ, რომელიც “ისლამურმა სახელმწიფომ” ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ დაიკავა. საომარი მოქმედებები სწრაფად ხორციელდება” აღნიშნა პრემიერმა.
რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ მოსულის განთავისუფლებას, შესაძლებელია, ერთი თვე დასჭირდეს.
აღნიშნულ კონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ექსტრემისტები მოსულიდან გაქცევის შემდეგ, სავარაუდოდ, სირიის ქალაქ რაკაში გაემართებიან, რომელიც სირიაში ექსტრემისტების “დედაქალაქია”.
“არ შეგვიძლია შეცდომები დავუშვათ” – თქვა ოლანდმა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, შშმ პირთა დაწესებულებებში ორი ბენეფიციარის გარდაცვალება კვების პროცესს უკავშირდება
შემდეგი სტატიადედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება