ერაყის პრემიერი ჯო ბაიდენს – ღაზაში კონფლიქტი რეგიონის მოსახლეობაში აღშფოთებას იწვევს

ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ ალ-სუდანმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ღაზაში მიმდინარე კონფლიქტი რეგიონის ხალხებში აღშფოთებას იწვევს.

„ღაზაში მიმდინარე აგრესია იწვევს აღშფოთებას რეგიონში და მთელ მსოფლიოში“, – ნათქვამია ერაყის პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ჯო ბაიდენმა და მუჰამედ ალ-სუდანმა ხაზი გაუსვეს კონფლიქტის შეჩერებისა და ომის გაფართოების თავიდან აცილების მნიშვნელობას იმის გათვალისწინებით, თუ რა შორსმიმავალ შედეგები მოაქვს მას რეგიონული და გლობალური მშვიდობისთვის და რამდენად უარყოფითად მოქმედებს მშვიდობიან მოსახლეობაზე.

ალ-სუდანიმ ხაზი გაუსვა ღაზას სექტორისთვის აუცილებელი დახმარების უზრუნველსაყოფად ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის მნიშვნელობას.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის ომის ვეტერანებს მატერიალური დახმარება გაუწია
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – „ქართულმა ოცნებამ“ და საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, პრეზიდენტი არის ქვევრი და რასაც ჩავძახებთ მთავრობა, იმას თუ ამოგვძახებს, საერთოდ არ გავუშვებთო – მაშინ პრეზიდენტი რაღა საჭიროა?!