ერაყის მთავრობის განაცხადებით აღმოსავლეთ მოსული ექსტრემისტებისგან განთავისუფლებულია

ერაყის პრემიერ-მინისტრის ხაიდარ აბადის განცხადებით, აღმოსავლეთ მოსული ექსტრემისტებისგან სრულიად განთავისუფლებულია. მან აღნიშნა, რომ ოპერაციაში მონაწილე სამხედროებმა და ამბოხებულებმა, რომლებიც ერაყის არმიას უჭერენ მხარს, “წარმოუდგენელი გმირობა” გამოიჩინეს.
აბადის არ დაუსახელებია ვადები, როდისთვის იგეგმება ქალაქ მოსულის სრულად გაწმენდა “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებისგან.
მოსული ექსტრემისტების ხელში 2014 წლიდანაა. ქალაქის განთავისუფლების ოპერაცია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილმა და იან კელიმ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზაზე კინოლოგიის ცენტრი გახსნეს
შემდეგი სტატიაიმერეთის რეგიონში პრობაციონერები დასაქმდნენ