ერაყის ხელისუფლება ქურთისტანს სანქციებს უწესებს

ერაყული მედიის ცნობით, ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა, გადაწყვეტილება რომელიც ითვალისწინებს ერაყის ქურთული რეგიონის ხელისუფლებასთან  ყველანაირი ფინანსური ოპერაციის შეჩერებას.
ერაყის ქურთული რეგიონის ხელისუფლებასთან, რომელმაც 25 ექტემბერს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩაატარა, ერაყის პარლამენტმა ფინანსური ტრანზაქციების შეწყვეტის შესახებ კენჭისყრა  ჩაატარა და შეაჩერა ყველანაირი ფინანსური ოპერაციები.
პროექტი მომზადებული იყო პარლამენტის ფინანსური კომიტეტის მხრიდან.
 გავრცელებული ინფორმაციით განცხადება, რომ პარლამენტის სხდომაზე მონაწილეობის უფლება არ მიეცათ ერაყის ქურთული რეგიონის დეპუტატებს.
ერაყის პარლამენტის თავჯდომარის სელიმ ჯიბურის და შიიტთა ეროვნული კოალიციის გადაწყვეტილებით, ქურთისტანის რეფერენდუმში ხმის მიმცემ ყველა ქურთ პარლამენტარს უფლებამოსილება შეუწყდა.
banner
წინა სტატიაშიპუტინი: ჩრდილოეთ კორეასთან ომზე ლაპარაკი არ ღირს
შემდეგი სტატიაქიმიის დარგში ნობელის პრემია 3 მეცნიერს ერგო