ერაყის არმიან ელ-ფალუჯას ცენტრში სახელმწიფო დროშა აღმართა

ერაყის არმიან ელ-ფალუჯას ცენტრში სახელმწიფო დროშა აღმართა

ფალუჯაერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ელ-ფალუჯაზე კონტროლი დაიბრუნეს და მასზე სახელმწიფო დროშა აღმართეს – დღეს Reuters-ი იტყობინება.
სამხედროების განცხადებაში ნათქვამია, რომ არმია და ამბოხებულები ტერორისტების წინააღმდეგ განაგრძობენ ბრძოლას, რომლებიც სხვა ქალაქებში არიან გამაგრებული. ელ-ფალუჯას განთავისუფლების ოპერაცია 30 მაისს დაიწყო. ერაყელ ჯარისკაცებს ჰაერიდან საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიცია ეხმარებოდა. 9 ივნისს სამხედროებმა თითქმის 1,3 ათასი ბოევიკის განადგურებაზე გააკეთეს განცხადება. ისლამისტი რადიკალები ადგილობრივ მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს, რომლებმაც ქალაქის დატოვება ვერ მოახერხეს. სხვადასხვა მონაცემებით, ქალაქში 50-80 ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა.
ელ-ფალუჯა ბაღდადიდან 50 კილომეტრში მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტთან ოპოზიციური პარტიების სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
შემდეგი სტატიაგორის საკრებულოს სამმა დეპუტატმა თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების განცხადება უკან გაითხოვა