ერაყელმა სამხედროებმა რამადის მცხოვრებლები გააფრთხილეს, რომ მათ 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ ქალაქი. შესაბამისი მოწოდების ქაღალდები მთავრობამ ავიაციის მეშვეობით გაავრცელა – წერს Reuters-ი.
“ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოეს ხანში მსხვილი სამხედრო ოპერაცია დაიწყება ქალაქის ცენტრის გასათავისუფლებლად” – სააგენტოს ერაყის სამხედრო უწყებაში განუცხადეს.
ქალაქი მიმდინარე მომენტში ისლამური სახელმწიფოს კონტროლ ქვეშ არის.