ერაყის არმიამ მოსულის დიდი ნაწილი გაანთავისუფლა

ერაყის არმიის ნაწილებმა “ისლამური სახელწმიფოსგან” ქალაქ მოსულის უმეტესი ნაწილი გაანთავისუფლეს – ერაყის სააგრეო საქმეთა მინისტრმა იბრაჰიმ ალ-ჯააფარმა თქვა. გაწმენდილია, ასევე, პროვინცია ნააივანასთან მდებარე ქალაქის ნაწილი. “სულ 56-დან 40 რაიონი. მიმდინარეობს დარჩენილი 16 რაიონის განთავისუფლება” – თქვა მინისტრმა.
მისი ვარაუდით, მოსულში მიმდინარე ოპერაცია დაახლოებით 3 თვე გაგრძელდება.

გუშინ საერთაშორისო კოალიციის მთავარსარდალმა, აშშ-ს არმიის გენერალ-მაიორმა სტივენ ტაუნსენმა ივარაუდა, რომ “ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებული ქალაქების რაკას (სირიაში) და მოსულის (ერაყში) განთავისუფლებისათვის ბრძოლები 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

მოსული ერაყში სიდიდით მეორე ქალაქია.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში პოლიციის ხელმძღვანელის მანქანა დაცხრილეს
შემდეგი სტატიაამერიკელი, რომელმაც ობამა მაიმუნს შეადარა, მეორედ დაითხოვეს სამსახურიდან