ერაყის არმიამ ელ-ფალუჯას ალყა შემოარტყა

ერაყის არმიამ ელ-ფალუჯას ალყა შემოარტყა

11 (1)ერაყის არმიამ და სუნიტმა ამბოხებულებმა ქალაქ ელ-ფალუჯას შემოგარენი დაიკავეს, რომელიც უკვე ორი წელია “ისლამურ სახელმწიფოს” ხელშია.
“არმია ქალაქის ცენტრალური რაიონებიდან 2-3 კილომეტრშია. ტერორისტებს დიდი დანაკარგი აქვთ და ისინი უკან იხევენ” – განაცხადა გენერალმა აბდელ ამირ აშ-შიმანმა. მისი თქმით, ალყა ყოველი საათი ვიწროვდება.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოალიციამ, რომელსაც აშშ უდგას სათავეში, ტერორისტების ერთ-ერთი საველე მეთაური გაანადგურა.

პენტაგონის მონაცემებით, ქალაქში 50 ათასი მშვიდობიანი მოსახლეა. მათთვის თვითმფრინავიდან რუკებს ყრიან, სადაც საევაკუაციო ადგილია მითითებული.
შეგახსენებთ, რომ შეტევა რამდენიმე კვირის წინ დაანონსდა, რომლის შემდეგადაც ბოევიკებმა ხალხს ქალაქის დატოვება აუკრძალეს, რომ შეტევისას მათი ცოცხალ ფარად გამოიყენება შეძლონ.

banner
წინა სტატიაშიეგვიპტური A320-ის კატასტროფაზე მედიას ახალი ვერსია აქვს
შემდეგი სტატიათურქული არმია: სირიაში დაახლოებით 100 ტერორისტია მოკლული