ერაყის არმია და აშშ-ს კოალიცია მოსულის განთავისუფლებას იწყებენ

14699498_657071134453077_1566927867_oერაყის არმიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა უსმან ალ-ჰანიმიმ, ისლამისტი ჯიჰადისტების კონტროლქვეშ მყოფი, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის, მოსულის მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდა, რომ ქალაქის განთავისუფლების ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით, სახლებში დარჩნენ და არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილები.
თურქული საინფორმაციო სააგენტი ,,ანადოლუ აჟანსის,, ცნობით, ერაყის სამხედრო სარდლობა აცხადებს, რომ სამხედროებსა და ქვეყნის პოლიტიკურ სტრუქტურებს შორის უკვე მიღწეულია კონსენსუსი მოსულის განთავისუფლების ოპერაციასთან დაკავშირებით და მისი დაწყება უახლოეს ხანებშია მოსალოდნელი.
წყაროს ცნობით, მოსულის განთავისუფლების ოპერაციის ფარგლებში, ტერორისტულ ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ იერიშში, ერაყული სამხედრო ძალები და ქურთისტანის ,,ფეშმერგას,, 30.000-ანი კონტინგენტი მიიღებს მონაწილეობას… და მათ ჰაერიდან მხარს დაუჭერენ საერთაშორისო კოალიციური ძალები აშშ-ს მეთაურობით.
ერაყელმა სამხედროებმა ასევე მოუწოდეს თავიანთ თანამოქალაქეებს, რომ არ მიუახლოვდნენ ISIS-ის სამხერო ობიექტებს, რამეთუ ისინი სამიზნეებად იქცევიან და განადგურებას დაექვემდებარეებიან.

banner
წინა სტატიაშიGoogle News-ი დადასტურებულ ინფორმაციას ნიშნავს
შემდეგი სტატიატრამპმა სექსუალურ ძალადობაზე ბრალდებები უარყო